Fox News-ის რეპორტიორი ბენჯამინ ჰოლი სამი კვირის წინ უკრაინაში მუშაობის დროს სერიოზულად დაშავდა. თავდასხმის დროს მისი ორი კოლეგა დაიღუპა.
ტვიტერზე მან საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა და დაზიანებების შესახებ მოყვა.
"რომ შევაჯამო, დავკარგე ერთი ფეხის ნახევარი და მეორე ფეხის ტერფი. ერთ ხელს აწყობენ, ცალი თვალი აღარ მუშაობს, სმენაც მნიშვნელოვნად დამიქვეითდა... მთლიანობაში კი თავს საკმაოდ იღბლიანად ვგრძნობ, რადგან აქ ვარ - და ადამიანები, რომლებმაც მომიყვანეს, არაჩვეულებრივები არიან", - წერს რეპორტიორი.
კიდევ ერთ ტვიტში ჰოლმა პატივი მიაგო იმავე დღეს დაღუპულ ორ კოლეგას - ოპერატორ პიერ ზაკშევსკისა და ჟურნალისტ ოლექსანდრა კუვშინოვას.
Its been over three weeks since the attack in Ukraine and I wanted to start sharing it all. But first I need to pay tribute to my colleagues Pierre and Sasha who didnt make it that day. Pierre and I traveled the world together, working was his joy and his joy was infectious. RIP pic.twitter.com/gbHduLmd5e
Reporters without borders-ის ინფორმაციით, უკრაინაში ომის პირველი თვის განმავლობაში ხუთი ჟურნალისტი დაიღუპა.